17 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მეუღლესა და შვილთან ერთად მივიდა

შოთა ნიშნიანიძის ქუჩის 4 ნომერში განთავსებულ საარჩევნო უბანზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ოჯახის წევრებთან, მეუღლესა და შვილთან ერთად მივიდა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მან ხმა ქვეყნის განვითარების სტაბილურობას, მშვიდობას და  ევროპულ მომავალს მისცა:

"დღეს საქართველო აკეთებს თავის არჩევანს, საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების უახლოეს 4 წელს და უფრო შორეულ პერსპექტივას. მე პირადად ხმა მივეცი ქვეყნის განვითარების სტაბილურობას, მშვიდობას, ჩვენ ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას და მთავარია ადამიანის ღირსებისა და პატივის დაცვას.

მე ვფიქრობ, რომ ეს ღირებულებები, რომელიც ადამიანზეა მორგებული, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს განსაზღვრული და გააზრებული. ვფიქრობ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ამ მიმართულებას მისცემს ხმას. მოვუწოდებდი ყველას, რომ თავისი ოჯახის მომავალს და თავისი ქვეყნის მომავალს მისცენ ხმა," - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

დღის ამბები