17 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას - ირაკლი ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი პოზიცია ვაკის N10 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. მან აღნიშნა, რომ ხმა ქვეყნის განვითარებას და სტაბილურობას მისცა. 

"მე დღეს მივეცი ხმა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას, ვინაიდან, ვიცით ჩვენ ომების მძიმე ფასი, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის და ზოგადად ჩვენი განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენი სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მშვიდობიანი კამპანია იყო ზოგადად წარმართული ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად ჩვენი ოპონენტების არაერთგზის მცდელობისა, რომ მომხდარიყო საარჩევნო ფონის გაუარესება და არასწორი განცდების დამკვიდრება საზოგადოებაში. ეს რა თქმა უნდა, ვერ იქნა მიღწეული და ვერაფერი ვერ იქნება მიღწეული, რაც არის მათი მხრიდან ჩაფიქრებული ის პროვოკაცია და ის დესტაბილიზაციის მცდელობები, რომელიც მათი მხრიდან გვესმოდა მთელი ეს პერიოდი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები