17 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
12 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა 19.41% - ყველაზე აქტიური კვლავ რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის ოლქია

12 საათისთვის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობა 19.41%-ია, რაც რაოდენობრივად არის 681 583. ამის შესახებ განცხადება  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგზე გაკეთდა.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ყველაზე მაღალი აქტივობა 28,3% რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი - 17.9% აჭარაში.

"რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც კომისიის წევრებმა ბიულეტენების მოხევისას, დააზიანეს ბიულეტენი. ადმინისტრაციამ მოახდინა რეაგირება ამ ფაქტებზე და უმრავლეს შემთხვევაში აღნიშნული რეგისტრატორების ჩანაცვლება მოხდა,"-განაცხადა ანა მიქელაძემ.

დღის ამბები