ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი "ტვიტერზე" საქართველოში მიმდინარე არჩევნებს ეხმაურება და წერს, რომ თვალს ადევნებს ამერიკის მოკავშირე საქართველოში არჩევნებზე განვითარებულ პროცესებს.
"თვალს ვადევნებ ჩვენს მოკავშირე საქართველოში მიმდინარე არჩევნებს. ყველას ვურჩევ, შეინარჩუნოს სიმშვიდე და მისცეს პროცესს მუშაობის საშუალება. თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში თაღლითობას, დაშინებასა და ხმების მოსყიდვას ადგილი არ აქვს. ჩვენი ერები ძლიერი და ერთიანია და ამერიკას საქართველოს იმედი აქვს," - წერს ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი.