"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ გირჩისთვის დედაქალაქში მესამე ადგილზე გასვლა გამარჯვების ტოლფასია.
"რამდენიმე ეგზიტპოლის შედეგი ვნახე, გირჩისთვის ეს გამარჯვებაა. ხმებში ბევრად მეტი გვაქვს აღებული, იმიტომ რომ გამოცხადება ახლა ბევრად მეტია, ვიდრე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.
გირჩი დედაქალაქში გავიდა მესამე ადგილზე და ეს აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ მომავლის პარტია და მზარდი პარტია- ეშინოდეთ!
ჩვენ რეკლამაში იმის მეასედი არ დაგვიხარჯავს, რამდენიც დახარჯეს იმ პარტიებმა, რომელიც მოდიან ჩვენს შემდეგ. ამას ორი ახსნა აქვს- ერთი ის, რომ მეთოდები, რომელსაც ისინი იყენებენ არის მოძველებული პროსტინების გამოფენას და ბილბორდებს შინაარსი არ აქვს.
სხვა პარტიების შემთხვევაში იდეები ნაკლებად იძებნება. ჩვენ კრეატიულები ვართ და ვიცით, როგორ უნდა მივაწოდოთ გზავნილები მოსახლეობას,"- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.