17 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რაც შეიძლება სწარაფად შევქმნათ კოალიციური მთავრობა - ბადრი ჯაფარიძე

"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ეგზიტპოლების მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ მნიშვნელოვანია, ყველა საარჩევნო უბანზე დამკვირვებლები იყვნენ მობილიზებულები.

როგორც ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, მნიშვნელოვანია ოპოზიციურმა პარტიებმა კოალიციური მთავრობის შექმნა მოახერხონ. 

"ნებისმიერ უბანზე, ნებისმიერ ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მე მინდა მოვუწოდო ჩვენს დამკვირვებლებს, ყველა უბანზე იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულნი ხმების დათვლის პროცესში, ეს არის გადამწყვეტი ეტაპი ახლა, რათა არ დავუშვათ არც ერთ ხმების დათვლის პროცესში რაიმე დარღვევა ან გაყალბება. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც პასუხისმგებლობა გამოიჩინა და ხმა მისცა ქვეყნის მომავალს და თქვა დარწმუნებით, რომ ხვალიდან იწყება ახალი პოლიტიკური ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში. "ქართული ოცნება" დამარცხებული ძალაა, ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რაც შეიძლება სწარაფად მოვახდინოთ კოალიციური მთავრობის შექმნა," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

დღის ამბები