"ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ეგზიტპოლის შედეგები მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ის აცხადებს, რომ მოლოდინი აქვს, რომ საბოლოოდ იმაზე მაღალ შედეგს მიიღებს, ვიდრე ეს ეგზიტპოლმა აჩვენა.
"ეგზიტპოლის შედეგები ჩემთვის არ ყოფილა მოულოდნელი. ჯერ ერთი, ყველა ეგზიტპოლის ჩამტარებელი ორგანიზაცია აცხადებს იმას, რომ 50%-მა არ გასცა პასუხი, ვის მისცა ხმა და მეორე, მე მაქვს ძალიან კარგი გამოცდილება, 2013-14 წლების, როდესაც 10-11% მივიღე და ეგზიტპოლში 1-1.5% მეწერა. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩემი ხმები არის ყუთებში, უკვე ჩვენ გვირეკავენ ადგილებიდან, სადაც გაიხსნა ყუთები და ამოდის ხმების ის რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს მინიმუმ 5%-ის მოპოვებას, სამწუხაროდ, მეტი არ არის როგორც ჩანს ჩვენი მხარდამჭერების აქტივობა, მაგრამ 5%-ის ფარგლებში ჩვენ ნამდვილად გვაქვს მხარდაჭერა და გარწმუნებთ, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დავეხმარო იმ ადამიანებს, წარმომადგენლებს, დამკვირვებლებს, ოპოზიციური პარტიების კომისიის წევრებს, რომლებიც ახლა ერთობლივად იცავენ ჩემი და სხვა რეალური ოპოზიციური პარტიების ხმებს,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.