24 აპრილი 2024,   09:16
ვრცლად
ჩვენი მიზანია, გავიმარჯვოთ აბსოლუტურად ყველა მაჟორიტარულ ოლქში - არჩილ თალაკვაძე

"ღამის კურიერის" ეთერში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს.

"40%-იანი ჩამკეტი ჩვენ შევიტანეთ კანონმდებლობაში და ოპოზიციამ ამას მხარი არ დაუჭირა და ხალხს ნუ ატყუებენ, რომ რაიმე დემოკრატიულ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი. ეს არის ქართული საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების მონაპოვარი.

მე ავუხსნი საზოგადოებას, რომ 120 მანდატი ნაწილდება პროპორციული სისტემით, შესაბამისად, პირველადი შედეგების მიხედვით, "ქართულ ოცნებას" აქვს დამაჯერებელი გამარჯვება.

საბოლოო შედეგს ცესკო აჩვენებს, მაგრამ შორს არ იქნება ეს შედეგი და შეიძლება მეტიც იყოს. თუმცა ჩვენ, რომ გამოვთვალოთ 120 მანდატიდან პროპორციულად 55% და ამას დავუმატოთ ჩვენს მიერ მოგებული მაჟორიტარული ოლქები, სადაც ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ უმრავლესობა ოლქებში, ყველაში თუ არა, "ქართული ოცნება" იმარჯვებს და ამ შემთხვევაში, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროგნოზი არის ძალიან საფუძვლიანი.

ჩვენი მიზანი არის, რომ გავიმარჯვოთ აბსოლუტურად ყველა მაჟორიტარულ ოლქში,"- არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები