17 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
თბილისის 8 საარჩევნო ოლქის მონაცემები 08:00 საათისთვის - ერთადერთი ოლქი, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელი ლიდერობს, გლდანია

ცესკომ თბილისის 8 საარჩევნო ოლქის მონაცემები განაახლა 08:00 საათისთვის. თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში შედეგების მიხედვით ამ დროისთვის 50% გადალახული არცერთ კანდიდატს არ აქვს. თუმცა ლიდერობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები.

განსხვავებული მდგომარეობაა გლდანში, სადაც პირველ ადგილზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატი ნიკანორ მელიაა, მმართველი პარტიის კანდიდატი კი მეორე ადგილზეა.

საყურადღებო შედეგებია დიდუბე-ჩუღურეთის ოლქშიც, სადაც პირველ ადგილზე "ქართული ოცნების" წარმომადგენელია, თუმცა მეორე ადგილზე ჯერ "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე იყო, ამ მომენტისთვის კი მას მცირედ გადაასწრო "მოძრაობა ხალხისთვის" კანდიდატმა ანა დოლიძემ.

შედეგები 08:00 საათისთვის ასე ნაწილდება:

#1 მთაწმინდა-კრწანისი
ბექა ოდიშარია 47.72%

შალვა შავგულიძე 28.84%


#2 ვაკე
ნოდარ ტურძელაძე 42.18% 

ელენე ხოშტარია 35.89%


#3 საბურთალო
დავით სერგეენკო 44.99%

ალეკო ელისაშვილი 18.63%


#4 ისანი
კახა კახიშვილი 47%  

ხატია დეკანოიძე 25.45%


#5 სამგორი
სოზარ სუბარი 46.61%

ლევან ხაბეიშვილი 38.23%


#6 დიდუბე ჩუღურეთი
გიორგი ვოლსკი 44.31%

ანა დოლიძე 20.04%

ზურაბ ჯაფარიძე 19.74%


#7 ნაძალადევი
მიხეილ ყაველაშვილი 45.67%

შალვა ნათელაშვილი 25.23%


#8 გლდანი
ნიკანორ მელია 43.94%

ლევან კობიაშვილი 42.68%

დღის ამბები