საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, მონაწილეობა ვაშინგტონში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს. ამერიკის დედაქალაქში სულ რეგისტრირებული იყო 719 ამომრჩეველი. აქედან საარჩევნო უბანზე გამოცხადდა 174. 2 ბიულეტინი ბათილად გამოცხადდა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ვაშინგტონში ამომრჩევლის უმეტესობამ - 58-მა ხმა "ნაციონალურ მოძრაობას" მისცა, 52 ხმა აქვს "ქართულ ოცნებას". "გირჩი" 23, ბაქრაძე-უგულავა 13, "ლელო" 10.