ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის ოსმან ასკინ ბაკის განცხადებით, არჩევნებზე ზოგადად დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა გათვალისწინებული იყო, თუმცა არ იყო უნაკლო.
"ჩვენ დავაკვირდით კონკურენტულ არჩევნებს, სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო და პროცედურების უმეტესობა ნამდვილად გათვალისწინებული იყო, თუმცა ეს ნამდვილად არ იყო უნაკლო. ჩვენ განსაკუთრებით აღვნიშნავთ იმ დამაშინებელ ატმოსფეროს, რომელიც შექმნილი იყო ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ, აქტივისტების იქ ყოფნის გამო.
არჩევნები გაიმართა მოწესრიგებულ საარჩევნო ფარგლებში, რაც ბევრჯერ იყო განხილული ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის მეშვეობით, თუმცა ბევრი საკითხი მაინც განსახორციელებელია, ამაში შედის როგორც მედიის პოლარიზება, ასევე არასაკმარისი საკითხების გათვალისწინება კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ასევე, ამომრჩევლებზე ზეწოლა და გამმიჯნავი ხაზის არაარსებობა მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის.
მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ, დაკავშირებულ მხარეს, რომ მათ პასუხისმგებლობით იმოქმედონ შემდგომი დღეების და კვირების განმავლობაში," - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა.