"სამართლიანმა არჩევნებმა პარალელური დათვლის შედეგები წარმოადგინა.ორგანიზაციის მიერ ხმების დათვლის პარალელური შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ გამოთვლილი პროცენტით ხმების 45.8% მიიღო. ამასთან, ცდომილების გათვალისწინებით, პარტიის მინიმალური შედეგია – 45.1%, მაქსიმალური შედეგი კი – 46.5%. ცდომილების ხარისხი არის 0.7 %.
პარალელური ხმების შედეგები პარტიების მიხედვით ასე გადანაწილდა:
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 45,8%;
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" – 26,4%;
"გირჩი" – 2,8%;
"ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" – 3,7%;
"ლელო მამუკა ხაზარაძე" – 3,1%;
"შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია" – 1,0%;
"ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" – 1,3%;
საარჩევნო ბლოკი "გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი" - 3,0%;
"დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" – 3,1%.
აქტივობა იყო 56,7% . ორგანიზაცია დარღვევებზე საუბრობს. "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებმა 94 საჩივარი დაწერეს.
პარალელური დათვლის შედეგები "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ წარადგინა.