17 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
თბილისის რვავე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური იქნება - ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

თბილისის 8 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ვერ გადალახა. ერთმანეთს მეორე ტურში ის სუბიექტები დაუპირისპირდებიან, ვინც პირველ ტურში პირველი და მეორე ადგილი გადაინაწილეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ დროის მონაცემებით, უკვე ცნობილია, რომ თბილისში მმართველი გუნდის რვავე ოლქის კანდიდატს მეორე ტურში ხელახლა ბრძოლა მოუწევს.
ერთადერთი ოლქი, სადაც კანდიდატების მაჩვენებლები ერთმანეთს უტოლდება, ამ დროის მონაცემებით, გლდანია, ნიკა მელია არჩევნების ამ შედეგებს არ აღიარებს.

დღის ამბები