17 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსი" "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად აქციას არ გამართავს - გოჩა თევდორაძე

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრის, გოჩა თევდორაძის განცხადებით, მიუხედავად მსგავსი მოთხოვნებისა, ოპოზიციურ სპექტრთან ერთად აქციების გამართვას არ გეგმავს.

მისივე განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსს" აქვს იმის რესურსი, რომ ფართომასშტაბიანი აქციები დამოუკიდებლად გამართოს, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად პოზიციონირებას არ აპირებს. 

"ჩვენ ყოველთვის გაცხადებული გვქონდა ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად აქციას არ გამართავდა, სულ სხვა დამოკიდებულება იყო ჩვენი. არ მინდა ამ თემებზე დღეს ვისაუბრო. ჩვენ ვხედავთ, რომ "ნაციონალური მოძრაობაა" წამმართველი ამ სპექტრის. თუ ჩვენი მოთხოვნები და რიტორიკა მსგავსია, ეს არის, პირველ რიგში, ხელისუფლების დამსახურება.

თუ ფართომასშტაბიან აქციებზე ვსაუბრობთ, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ბოლო წლების მანძილზე აშკარად ჩანს, რომ, პრაქტიკულად, ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, ვისაც შეუძლია ათი ათასობით ადამიანი შეკრიბოს და სხვადასხვა მოთხოვნები დააყენოს. ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ასეთი აქციები დამოუკიდებლად გავმართოთ, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ვაიძულოთ ხელისუფლება გონს მოეგოს, არჩევნების შედეგები ბათილად ცნოს და განმეორებითი არჩევნები დანიშნოს,"-განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

დღის ამბები