17 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
23 კანდიდატი როცა გებრძვის, ცოტა რთულია პირველივე ტურში გადალახო ზღვარი - გია ვოლსკი

"ქართული ოცნების" დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გია ვოლსკის განცხადებით, მან პირველივე ტურში 50%-იანი ბარიერი იმის გამო ვერ გადალახა, რომ მას 23 კონკურენტი ჰყავდა.

"მოველოდი რომ პარტიას მეტი ხმა ექნებოდა, რაც შეეხება დიდუბე-ჩუღურეთს, ერთი კანდიდატი რომ ხარ და ორჯერ მეტ ხმას აგროვებ პირველ ტურში, ვიდრე მეორე ადგილზე გასული კანდიდატი, ვერ ვიტყვი რომ ხმები დავკარგე. 23 კანდიდატი როცა გებრძვის, ცოტა რთულია რომ პირველივე ტურში გადალახო საზღვარი.

გარდა ამისა, არის გარკვეული სოციალური პრობლემები, რომელიც ხშირ შემთხვევაში სასპეკულაციოთაც გამოიყენება ოპონენტების მიერ, მაგრამ რეალობაა ისიც, რომ საკითხები რომელიც გადასაწყვეტია, უფრო მეტად უკავშირდება ხელისუფლების პასუხისმგებლობას და ვფიქრობ ესეც მნიშვნელოვანია.

არითმეტიკით თუ ვიმსჯელებთ, 53% მეტია 47%-ზე, რომელიც მე მაქვს, მაგრამ ცალსახა არითმეტიკა აქ არ გამოიყენება. 

ზოგს ეგონა, რომ სიაშიც ვიყავი და გარანტირებული მქონდა შესვლა. სულ 500 ხმა დამაკლდა, რომ 50% გადამელახა,"-განაცხადა "ღამის კურიერში" გია ვოლსკიმ.

დღის ამბები