17 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
"ევროპული საქართველო" დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას, შევლენ თუ არა პარლამენტში

"ევროპული საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, პარტია 14:00 საათზე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, შევიდნენ თუ არა პარლამენტში. 

როგორც სერგი კაპანაძე აცხადებს, არჩევნებმა ხალხის ნება არ გამოხატა და ამიტომ მისი პირადი აზრია, არ შევიდნენ პარლამენტში.

"ევროპულ საქართველოს" არ მიაჩნია, რომ ეს არჩევნები არის ლეგიტიმური, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ამ არჩევნებმა გამოხატა ხალხის ნება. ამიტომ, ვიმოქმედებთ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, პირველ რიგში. 

დღეს გადაწყვეტილებას მივიღებთ იმასთან დაკავშირებით, შევიდეთ თუ არა პარლამენტში, ჩემი პირადი აზრია, რომ არ უნდა შევიდეთ. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან ერთი ადამიანი არ წყვეტს არასოდეს არაფერს, არის კოლეგიალური გადაწყვეტილება, ამაზე გვექნება დისკუსია და 2 საათზე გამოვაცხადებთ ამ პოზიციას. 

დანარჩენი არის - ბოლომდე იზოლაციაში და მარტო დატოვება ივანიშვილის," - განაცხადა კაპანაძემ. 

დღის ამბები