17 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
"გირჩი" პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

პარტიის გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზურაბ ჯაფარიძემ სპეციალური ბრიფინგზე გაახმოვანა.

"ჩვენი გადმოსახედიდან, ამ ხელისუფლებას ამოწურული აქვს რესურსი ბოლომდე იმისა, რომ ამ ქვეყანაში რამე სასიკეთოდ შეცვალოს. ჩვენ თვეების განმავლობაში ვთანამშრომლობდით ოპოზიციურ პარტიებთან, რომ მიგვეღწია კონკრეტული შეთანხმებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვინდოდა პარლამენტში შესვლა, რომ ეს რაღაცები გაგვეკეთებინა. 

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია "გირჩისთვის" პარლამენტში შესვლა და საპარლამენტო სტატუსის მიღება, ასევე ძალიან კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთიანობა. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციურ პარტიებს ხელი აქვთ მოწერილი შეთანხმებებზე და უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე, "გირჩიც" უერთდება ამ ბოიკოტს,"- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებითვე, ის დიდუბე-ჩუღუტეთის მაჟორიტარულ ოლქში დანიშნულ მეორე ტურში, ბოიკოტის გამო მონაწილეობას აღარ მიიღებს. 

დღის ამბები