არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო იდეის” თავმჯდომარე თინა ხიდაშელი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" 76 მანდატი არ აქვს და ოპოზიციამ ბრძოლა უნდა განაგრძოს.
"საპარლამენტო მანდატების რაოდენობა, რომელიც ოპოზიციამ მოიპოვა არის მნიშვნელოვნად მეტი, რომ მათ ჰქონდეთ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენა.
მაგალითს გეტყვით: საქართველოს პარლამენტი ვერ მიიღებს ორგანულ კანონებს ოპოზიციის ხმების გარეშე. ამ წუთის მდგომარეობით, მე მესმის რომ დარჩენილ ოლქებში ესე ვერ იქნება რომ ყველგან ოპოზიციამ მოიგოს. მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით, "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა არ აქვს, მათ 76 მანდატი არ აქვთ!
ოპოზიცია ბოიკოტის ნაცვლად უნდა საუბრობდეს იმაზე, რომ "ქართულ ოცნებას" არ მისცემს უფლება მოიპოვოს უმრავლესობა ქვეყნის პარლამენტში,"- განაცხადა თინა ხიდაშელმა.