17 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს - ვიქტორ ყიფიანი

ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

"დღეს ჩვენ ამის მოცემულება არ გვაქვს, ამის ფორმალური ან ტექნიკური წანამძღვრები სახეზე არ არის. ვფიქრობ რომ ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს ერთის მხრივ სამართლებრივად გამართული, მეორეს მხრივ პოლიტიკურად მიზანშეწონილი. ეს ორი მდგენელი ბუნებრივად უნდა იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული. დღეს არის შემთვევა, რომ ვერც სამართლებრივად  მივანიჭებთ პრიმატს, პოლიტიკური მოსაზრებების ხარჯზე,"- განაცხადა "დღის კურიერში" ვიქტორ ყიფიანმა. 

მისივე განმარტებით, დოკუმენტებში, რომელიც წარმოადგინეს საერთაშორისო ინსტიტუტებმა, საუბარია არ ერთ ხარვეზზე, თუმცა ყველა დოკუმენტში საუბარია, რომ არჩევნებმა კონკურენტუნარიან გარემოში ჩაიარა. 

დღის ამბები