17 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
ოპოზიციის მოლოდინით ეუთო/ოდირმა არჩევნების შედეგების შესახებ დასკვნა უნდა შეცვალოს - ისინი შეხვედრაზე საკუთარი არგუმენტებით მივიდნენ

დღეს ოპოზიცია ეუთოს წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრაზე იმყოფებოდა.

მთავარ არბიტრთან ოპოზიცია მტკიცებულებით მივიდა, რომელმაც მათი მოლოდინით, ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა უნდა შეცვალოს და არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინოს.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ფიგურები დღეს ოდირის მისიის ხელმძღვანელს, დახურულ კარს მიღმა არწმუნებდნენ იმაში, რომ არჩევნებმა საზოგადოების ნება ვერ გამოხატა და ამიტომ იგი არალეგიტიმურია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს შეფასებები გადაიხედება, რადგან "კოვიდ-19" დამკვირვებლების მუშაობის ხარისხზე ნეგატიურად აისახა.

ხელისუფლება იმ განცხადებებს ეყრდნობა, რომელიც ოდირმა საჯაროდ გააკეთა, დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე კი "ოცნება" არ იმყოფებოდა, რადგან იგი ოპოზიციის ინიციატივით დაიგეგმა.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიას 9 კვირა სჭირდება საბოლოო დასკვნის მოსამზადებლად, რომელიც პირველადი დოკუმენტისგან განსხვავებით უფრო ვრცელი იქნება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს სრულად და სიღრმისეულად შეაფასებს.

დღის ამბები