17 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
COVID-19-ის 1 852 ახალი შემთხვევა და ინფიცირებული პოლიტიკოსები - ვირუსის გავრცელების სტატისტიკა მზარდია

ბოლო 6 დღეში საქართველოში კორონავირუსის 12 300 დადასტურებული ფაქტი გამოვლინდა. ახალი შემთხვევების, დაახლოებით, 70% -ი სიმპტომებიანი პაციენტია.

ინფიცირებულთა შორის მარტო დღეს 91 სამედიცინო პერსონალია. შემოდგომის სეზონზე შემთხვევათა ზრდა ყველა რეგიონში ფიქსირდება. სპეციალიტები ისევ ვირუსის შემთხვევების მატებას პროგნოზირებენ.

კორონავირუსი დაუდასტურდათ პოლიტიკოსებსაც. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინფიცირების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ასევე კორონავირუსი დაუდგონდა მთვარობის ადმინისტრაციის უფროსს ნათია მეზვრიშვილსაც. ინფიცირებულია აჭარის ჯანდაცვის მინისტრიც. ინფიცირებულებთან კონტაქტის გამო, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში იმყოფება.

კორონავირუსი დაუდასტურდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარობის კანდიდატ კახა ოქრიაშვილსაც. 

დღეს კორონავირუსს 8 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან ყველაზე ახალგაზრდა 42 წლის ქალია, რომელიც წყალტუბოში, ბაღების სააგენტოს თანამშრომელი იყო.

ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ქვეყანაში 127 პაციენტი გარდაიცვალა. სპეციალისტები ამბობენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 1000 შემთხვევიდან ლეტალურად 10 სრულდება, სეზონური გრიპის შემთხვევაში კი 1000-დან ერთის.

დღის ამბები