ანალიტიკოსების, ექსპერტების, ყოფილი დეპუტატების დიდი ნაწილი თვლის, რომ ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა, შეცდომაა.
შედეგად პარტიებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ერთპროცენტიანი ბარიერით საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება მიეცათ, შესაძლოა მეორედ მანდატების მოპოვების შანსი აღარ მიეცეთ.
ანალიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ ოპოზიცია ბოიკოტით მხარდამჭერებს დაკარგავს. ნაწილი კი ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც არჩევნებს საერთაშორისო ლეგიტიმაცია უკვე აქვს, მეორე ტურზე უარს ვერავინ გაიგებს.