17 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
კაციშვილს არ სჯერა რომ გახარიას ვითომ კორონავირუსი აქვს და ჩაწვა ლოგინში - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ არ სჯერა, რომ პრემიერ-მინისტრი კორონავირუსით დაინფიცირდა.

მისი თქმით, ამით მმართველმა გუნდმა პოლიტიკური თამაში გადაწყვიტა. 

"გახარიაზე, ვითომ რომ კორონავირუსი აქვს და ჩაწვა ლოგინში, კაციშვილს არ სჯერა, რომ მას კორონავირუსი აქვს. პოლიტიკური თამაშისთვის ახლა გინდა კორონავირუსს დაიმართებენ, გინდა იმას.

კიდევ ერთხელ ვამბობ, კორონავირუსი დღეს საქართველოში პრობლემა არ იქნებოდა, ჩემ მიერ აპრილში გამოქვეყნებული გეგმა ამ უტვინოებს და ფულის მკეთებლებს რომ გაეზიარებიათ. დღეს რომ რიგი დგას ცხელების ცენტრში, ეს არის "ქართული ოცნების", ფულის მკეთებელთა გუნდის დანაშაული და ეს რომ არ მოხდეს და ხალხი არ იღუპებოდეს, სწორედ ამიტომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

დღის ამბები