17 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
უსკოს მონაცემებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში მანდატების უმრავლესობა "ქართულმა ოცნებამ" მიიღო

აჭარის უმაღლეს საბჭოში, უსკოს მონაცემებით, მანდატების უმრავლესობა "ქართულმა ოცნებამ" მიიღო.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ხმის დათვლის პროცესი დაასრულა. ამ დროისთვის პროპორციულ არჩევნებში 45%-ით "ქართული ოცნება" ლიდერობს.

უსკოს მიერ, განახლებული მონაცემებით, ხმების პროცენტული მაჩვენებელი შემდეგია:

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 45.86%.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - 33.95%.

ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - 2.85%

დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 3.29%.

"ლელო" - მამუკა ხაზარაძე - 3.05%.

"გირჩი" - 1.67%.

ნინო ბურჯანაძე - "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა" - 1.04%.

დათვლილია ყველა, - 373 უბანი.

დღის ამბები