17 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
არ შეიძლება პოლიტიკურმა სპექტრმა გაატაროს არჩევნების მოპარვა - იაგო ხვიჩია

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პარტიის გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტირების შესახებ არ შეიცვლება.

"გირჩი გადაწყვეტილებას არ შეცვლის, თუ რათქმაუნდა არ შეიცვალა პირობები. პარლამენტში შესვლა არ გვინდაო ხომ არ გვითქვამს, ჩვენ სლოგანად გვქონდა "გირჩი პარლამენტში". ყველასთვის გასაგებია, რომ ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, ნებისმიერი პარტიისთვის, მითუმეტეს "გირჩისთვის".

5 წელი ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ პარლამენტში ადგილი მიგვეღო, ამავდროულად ჩვენ არ ვიყავით ფულიანი პარტია, არ გვქონია არცერთი ბილბორდი, არცერთი რეკლამა, მართლა მუხლჩაუხრელი შრომით და ოფლით მოვიპოვეთ ეს ადგილი. 

ოპოზიციის ეს გადაწყვეტილები სწორი იქნება თუ არა, ამას დრო გვაჩვენებს. ერთადერთი რაშიც ვარ დარწმუნებული, 4 კაცის შესვლას, პარლამენტში არანაირი შინაარსი არ გააჩნია, თუ იქ პარტნიორები არ გყავს.

პარტნიორობა და მეგობრობა ჩვენ ვისთანაც დავიწყეთ, იმ ხალხის მოსაზრება არჩევნების გაყალბებაზე, ამას დამატებული ჩვენი თვალით ნანახი საგიჟეთი, რაც არჩევნების დღეს ხდებოდა, ჩვენთვის არის იმის საფუძველი რომ არჩევნები მოგვპარეს და არ შეიძლება პოლიტიკურმა სპექტრმა გაატაროს არჩევნების მოპარვა,"-განაცხადა "ღამის კურიერში" პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები