17 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
ცესკოს საიტზე მონაცემების დაგვიანებით ატვირთვა საარჩევნო სუბიექტების სიმრავლეს უკავშირდება - თამარ ჟვანია

ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟავანიას განცხადებით, ცესკოს საიტზე მონაცემების დაგვიანებით ატვირთვა საარჩევნო სუბიექტების სიმრავლეს უკავშირდება. 

"ამის ანალიზს არავინ არ აკეთებს. 2012 წელს, 8 საათში იყო პირველი შედეგი, 2017-ში 7 საათში იყო პირველი შედეგი, წელს იყო 7 საათნახევარში პირველი შედეგი, მაგრამ რატომ? იმიტომ რომ იყო ბევრი სუბიექტი, პრეცედეტულად ბევრი სუბიექტი, 50- რომელიც არ ყოფილა ბოლო არჩევნებზე და რა თქმა უნდა, მათი მონაცემების შეყვანას და დამუშავებას, როგორც უბნებზე, ისე ცესკოში, ჭირდებოდა ძალიან დიდი შრომა,"-განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ "ღამის კურიერში".

დღის ამბები