17 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
ცესკო და თამარ ჟვანია არ აყალბებს არჩევნებს, ეს არის ტყუილი და საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა - თამარ ჟვანია

"ცენტრალური საარჩევნო კომისიის" ხელმძღვანელმა თამარ ჟვანიამ ისაუბრა იმ ბიულეტენებზე, რომელზეც ზოგიერთი პარტია და მაჟორიტარობის კანდიდატი მოხეული იყო. მან აღნიშნა, რომ ასეთ ამომრჩეველს ბიულეტენები მაშინვე შეუცვალეს, ხოლო რეგისტრატორები გაათავისუფლეს. 

"იყო ასეთი შემთხვევები რამდენიმე ოლქში, დაახლოებით 5-6 ოლქიდან ჩვენ გვაწვდიდნენ ამ ინფორმაციას. პირველი რეაქცია იყო ის, რომ ასეთი ბიულეტენი არ უნდა გადასცემოდა და არ გადაეცემოდა ამომრჩეველს, ის იყო გაფუჭებული და ეძლეოდა ახალი ბიულეტენი, რომ არ დაკარგულიყო. ამომრჩეველს შეეძლო გამოეცვალა ის ბიულეტენი, სადაც არასწორად იყო. ჩვენ რეგისტრატორები გამოვცვალეთ, ისინი, ვინც ასეთი შეცდომა დაუშვა, როდესაც მოხევისას არ დააკვირდა და პირველი ან მეორე ნომერი არასწორად მოახია ბიულეტენს. გადაცემამდე უნდა იყოს ის გაუქმებული, რადგან ის არის არასწორად მიწოდებული ბიულეტენი. ჩვენ გამოვცვალეთ რეგისტრატორები და ამაზე შემდგომში აღარ ყოფილა საუბარი. დილითვე ატყდა ეს ამბავი და ჩვენ მაქსიმალური მითითება და რეაგირება გავაკეთეთ,"-განაცხადა თამარ ჟვანიამ. 

თამარ ჟვანიამ უპასუხა ხატია ხატია დეკანოიძის კითხვას, რომელმაც მას გაახსენა 2003 წელი, როდესაც მაშინდელ საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს გამყალბებელი უწოდა.

თამარ ჟვანიას თქმით, მაშინ დიდი აცდენა იყო პარალელური დათვლისას აღმოჩენილი, დღეს კი სრულიად სხვა სურათია. 

"ცენტრალური საარჩევნო კომისია და თამარ ჟვანია არ აყალბებს არჩევნებს, ეს არის ტყუილი და პოლიტიკურად საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ამას ადასტურებს ბევრი რამ. მაშინ მე არ მიკადრებია და არავისზე მიწოდებია გამყალბებელი, პირადად მე, უბრალოდ იყო ნაჩვენები პარალელური დათვლის შედეგებით 2003 წელს, სამართლიანი არჩევნების მიერ, რომელშიც მე ვიყავი ერთ-ერთი ხელმძღვანელი. შედეგებმა აჩვენა მაშინ ძალიან დიდი ცდომილება.

პარალელურ დათვლას აქვს თავისი მეთოდოლოგია. ავიღოთ ახლანდელი პარალელური დათვლის შედეგები, შევადაროთ ცესკოს შედეგებს და ვნახოთ, ის არის, პრაქტიკულად, ერთი ერთში და ცდომილების ზღვარში ჯდება ყველაფერი,"-განაცხადა თამარ ჟვანიამ. 

დღის ამბები