17 ნოემბერი 2024,   18:48
ვრცლად
ნაკლოვანებებსა და დოკუმენტაციით გამყარებულ დარღვევებზე რეაგირება უნდა მოხდეს - კეილ ბრაუნი არჩევნებზე

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილე "ტვიტერზე" ეხმაურება

კეილ ბრაუნის თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები.

ბრაუნის განცხადებით, ნაკლოვანებებსა და დოკუმენტაციით გამყარებულ დარღვევებზე რეაგირება უნდა მოხდეს.

"ვიზიარებთ ეუთო-ს შეფასებას. საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები, თუმცა ამომრჩეველზე ზეწოლისა და სახელმწიფოსა და პარტიას შორის არსებული ბუნდოვანი ზღვარის შესახებ ბრალდებებმა საზოგადოების ნდობა შეამცირა. ნაკლოვანებებსა და დოკუმენტაციით გამყარებულ დარღვევებზე რეაგირება უნდა მოხდეს", - წერს კეილ ბრაუნი.

ეუთო/ოდირის შეფასებებს იზიარებს ლატვია, პოლონეთი და რუმინეთი. საგარეო უწყებები ხელისუფლებას წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანად განხილვისა და მეორე ტურის თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები