17 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
ტერორიზმი და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვა ერთობლივი ძალებით უნდა დამარცხდეს - დავით ზალკალიანი ვენაში მომხდარ თავდასხმაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2 ნოემბერს ვენაში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას ეხმაურება და Twitter-ის საშუალებით მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"შეძრწუნებული ვარ ვენაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო. ვუსამძიმრებ ავსტრიელ ხალხს და გარდაცვლილთა ოჯახებს. დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!"- აღნიშნავს მინიტრი.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ტერორიზმი უნდა დამარცხდეს მსოფლიოს მასშტაბით.


"ტერორიზმი და ფუნდამენტური უფლებების შელახვა ერთობლივი ძალებით უნდა დამარცხეს და საქართველო მზად არის შეასრულოს ეს მისია თქვენთან ერთად," - ნათქვამია მიმართვაში. ​

დღის ამბები