"ღამის კურიერმა" ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ჯილიან სტირკთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
ეუთოს დასკვნაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საპარლამენტო არჩევნებში ფუნდამენტური თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო, თუმცა, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის გამყოფი ხაზის იყო ბუნდოვანი. ასევე, საარჩევნო კომისიებში იყო მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა.
დარღვევების აღწერაში გვხვდება, ასევე, ჩანაწერი, რომ საარჩევნო უბნებზე იყო შექმნილი დამაშინებელი ატმოსფერო იქ მყოფი აქტივისტების მხრიდან. ასევე, იყო ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები.
"ღამის კურიერი" დაინტერესდა, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფები, მხარდამჭერები ცდილობდნენ ამომრჩეველზე ზეწოლას:
"ვერ ვიტყვი, რომ ეს ექსკლუზიურად ერთი პოლიტიკური პარტია იყო, მაგრამ ჩვენ არჩევნების დღეს დავაფიქსირეთ დიდი რაოდენობა დამკვირვებლების, რომლებიც ასოცირებული იყვნენ პოლიტიკურ პარტიებთან. ისინი უბნების შიგნით და გარეთ იდგნენ და ამა თუ იმ გზით გავლენას ახდენდნენ ამომრჩეველზე," - განაცხადა ჯილიან სტირკმა.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ინტერვიუს სრული ვერსია ეთერში გავა დღეს 22:00 საათზე, "ღამის კურიერში".