17 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
ჩვენ აქ ვიქნებით კიდევ რამდენიმე დღე იმისთვის, რომ დავაკვირდეთ პირველი ტურის გაგრძელებას - "ღამის კურიერის" ექსკლუზიური ინტერვიუ ჯილიან სტირკთან

"ღამის კურიერმა" ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ჯილიან სტირკთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. 

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ​მა განცხადა, რომ ოდირის მისია არ ისახავს მიზნად არჩევნების ლეგიტიმაციას. ეს არ არის სადამკვირვებლო მისიის ფუნქცია და ლეგიტიმაციას არჩევნებს აძლევს ქართველი ხალხი. 

რაც შეეხება კითხვას, დააკვირდება თუ არა ეუთოს სადამკვირვებლო მისია მეორე ტურს 21 ნოემბერს, ჯილიან სტირკი პასუხობს:  

"ჩვენ არ ვიქნებით მეორე ტურისთვის აქ, ეს არ მოახდენს ზეგავლენას პოლიტიკურ პროცესზე. როგორც იცით, ეს შემოდგომა და წლის დასასრული ძალიან გადატვირთულია არჩევნების მხრივ, ევროპასა და აშშ-ში არჩევნებია. ჩვენ გვაქვს სადამკვირვებლო მისიები სხვა ქვეყნებშიც და ჩვენი რესურსი შეზღუდულია. ჩვენ აქ ვიქნებით კიდევ რამდენიმე დღე იმისთვის, რომ დავაკვირდეთ პირველი ტურის გაგრძელებას.

არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე კვირაში წარვადგენთ საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს," - განაცხადა სტირკმა

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ინტერვიუს სრული ვერსია ეთერში გავა დღეს 22:00 საათზე, "ღამის კურიერში".

დღის ამბები