17 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
ჩიხიდან გამოსავალი პოლიტიკური დემარშის პირობებში - ანალიტიკოსების ნაწილი გამოსავალს დიალოგში ხედავს

ანალიტიკოსები და პოლიტიკის ექსპერტები თანხმდებიან, რომ ერთპარტიული პარლამენტი ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება და დემოკრატიულ პროცესებს მნიშვნელოვნად დააზიანებს. მას ექნება სამართლებრივი ლეგიტიმაცია, თუმცა პოლიტიკური - არა.

ერთპარტიული ჰარმონია კი "ქართულ ოცნებას"  ხელისუფლებით ტკბობის საშუალებას მისცემს.

ამბობენ, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ ოპოზიციას, სულ მცირე, 60 მანდატი ექნება, რაც ბრძოლის მნიშვნელოვანი ბერკეტია მათ ხელში. ხედავენ იმ საფრთხესაც, რომ შესაძლოა, ქუჩაში დარჩენილმა ოპოზიციამ ერთობის შენარჩუნება ვერ შეძლოს და პოლიტიკური პროცესების მიღმა დარჩეს.

პოლიტიკური დემარშის პირობებში ჩიხიდან გამოსვლის ერთ-ერთ გზად ანალიტიკოსების ნაწილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის დაწყებაში ხედავს. 

დღის ამბები