17 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
მამუკა მდინარაძის თქმით, ცესკოს შედეგებს სხვადასხვა ტელეკომპანიის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლები მეასედების სიზუსტით დაემთხვა

"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ეგზიტპოლების შედეგების მიხედვითაც იცოდნენ, თუ რამდენი პროცენტი მოიპოვეს საპარლამენტო არჩევნებზე.

მდინარაძის თქმით, კვლევების შედეგები ცესკოს შედეგებს დაემთხვა :

"ეგზიტპოლში მათ თქვეს, რომ 41% აქვს "ქართულ ოცნებას", პარალელური დათვლის შედეგად ISFED-მა თქვა, რომ ქართულ ოცნებას აქვს 45.8% და დღეს, ცესკოს მონაცემებით, "ქართულ ოცნებას" აქვს 48.22%.

საბოლოო ეგზიტპოლში "ფორმულას" დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში "ედისონ რისერჩმა" თქვა, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს 46 პროცენტი.  საბოლოო ეგზიტპოლში 55.36%, ხოლო დღევანდელი შედეგი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 48.22%-ია "ქართული ოცნების", აქ, დაახლოებით, 3%-იანი ცდომილებაა. 

სურათი ძალიან ნათელია, აპროტესტებენ იმას, რაც თავიანთი დაკვეთით შეასრულეს ორგანიზაციებმა და გადმოსცეს საზოგადოებას კონკრეტული შედეგები. ანუ ყველა ე.წ. პატარა პარტია რომელმაც მიიღო 2,3 1%-იანი შედეგი, ყველა წინასწარ იყო ამის შესახებ ინფორმირებული, ყველა შედეგნი მეასედების სიზუსტით დაემთხვა როგორც "ედისონ რისერჩის", ხშირ შემთხვევაში - "მთავარის" დაკვეთით შესრულებულ კვლევასაც კი და "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებულ კვლევასაც," - აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები