17 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
მარცხი არის ყოველთვის მძიმე, მაგრამ ყველაფერს სჭირდება ღირსეული მიდგომა - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებზე დარღვევების 95% იყო ადამიანური შეცდომები.

ირაკლი კობახიძის აღნიშნავს, რომ  მარცხი ყოველთვის მძიმეა, მაგრამ მარცხს ღირსეული მიდგომა სჭირდება.

"მარცხი არის ყოველთვის მძიმე და არ არის მარტივი, მაგრამ ყველაფერს სჭირდება ღირსეული მიდგომა, მათ შორის არჩევნებში დამარცხებასაც.

"ქართულმა ოცნებამ", რომ უმრავლესობა დაკარგოს ამას არ ველი, რადგან 48% -ია დაფიქსირებული. ის მონაცემები, რაც საბოლოო ჯამში დაფიქსირდება დაემთხვევა კვლევებს.

კვლევებში რა განწყობაც იყო ჩანდა იმ კვლევებშიც, რომელიც ოპოზიციური პარტიების დაკვეთით გაკეთდა. მაგალითად შეგახსენებთ, რომ Edison Research- მა აწარმოა კვლევა იმ ტელევიზიის დაკვეთით, რომლის უკანაც დგას "ევროპული საქართველო" და მათი მონაცემების მიხედვით 47% ჰქონდა "ქართულ ოცნებას".

ოქმები ზუსტდება და ეს ხდება ყველა არჩევნებზე. ამას მოჰყვა უამრავი სპეკულაცია, რომელსაც საფუძველი არ ჰქონდა. ოქმები ზუსტდება სხვადასხვა მიმართულებით არის მაგალითად ოქმები, სადაც "ქართულ ოცნებას" აკლია 200 ხმა. ოქმები ზუსტდება ორივე მხრიდან. 95%- ზე მეტი იყო ადამიანური შეცდომები.

რაც შეეხება მარნეულის შეცდომაა, ეს არ არის ტექნიკური შეცდომა, ეს არის აშკარა მანიპულაცია. კონკრეტული წარმომადგენლების მიერ, რომლებიც იყვნენ საუბნო საარჩევნო კომისიაში, ეს არის გადაცდომა და ამით ყველა უნდა დაინტერესდეს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები