"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი თაკო ჩარკვიანი "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ გაყალბებული არჩევნებიდან არანაირ დაფინანსებას არ აიღებს. თაკო ჩარკვიანის თქმით, დაფინანსებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, როცა ჩატარდება ხელახალი არჩევნები ლეგიტიმურად და ყველა ტექნოლოგიების დაცვით.
"არა, ჩვენ არანაირ დაფინანსებას არ ავიღებთ. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ავიღებთ იმ დაფინანსებას, როცა ჩატარდება ახალი, ლეგიტიმურად, ტექნოლოგიების დაცვით, რასაც ვითხოვთ, არჩევნები. იმ ჩვენს კუთვნილ დაფინანსებას პატიოსნად ავიღებთ. გაყალბებული არჩევნებიდან არაფერი არ გვჭირდება," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.