ეუთო-ს წარმომადგენლებს დღეს "ქართული ოცნება" ხვდება. მმართველი გუნდის განმარტებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს ისინი არჩევნებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. არსებული პრეტენზიები ეუთო-ოდირის წარმომადგენლებს ოპოზიციის ლიდერებმა უკვე გააცნეს. .
"ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაწვდით და გავაგრძელებთ ინფორმაციის მიწოდებას. შევეცდებით პუნქტობრივი სიზუსტით ეუთო/ოდირის წარმომადგენლები უპირატესად ჩაავაყენოთ საქმის კურსში," - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა მამუკა მდინარაძემ.
საერთაშორისო მისიას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ორი დღის წინ შეხვდნენ