17 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
"ქართული ოცნების" ლიდერები ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს ხვდებიან

"ქართული ოცნების" ლიდერები ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს ხვდებიან. ეს არის დამკვირვებლების პირველი შეხვედრა არჩევნების შემდეგ იმ პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელმაც 31 ოქტომბერს, ცესკოს მონაცემებით, ამომრჩევლის ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა არა უმრავლესობა.

შეხვედრისთვის მხარეები ამ წუთებში იკრიბებიან. როგორც ცნობილია, ეუთო/ოდირს უკვე შეხვდა ოპოზიცია, რომელიც არ ენდობა შედეგებს და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა. ამ შეხვედრის შემდეგ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მისიის შეფასება შეიცვლება. თუმცა საბოლოო დასკვნამდე ეუთო/ოდირი მოისმენს "ქართული ოცნების" პოზიციასაც. პირველადი დასკვნა კი ასეთია- არჩევნები იყო კონკურენტული და თავისუფალი.

მმართველ გუნდს შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მარიამ ქვრივიშვილი, კახა კუჭავა და ირაკლი კობახიძე წარმოადგენენ. შეხვედრის დაწყებამდე "ქართული ოცნების" წევრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შეხვედრა აქციის ფონზე მიმდინარეობს, სასტუმრო "შერატონთან" ოპოზიციის მხარდამჭერი აქტივისტები შეიკრიბნენ, რომლებმაც მმართველი გუნდის წევრებს შეძახილებით მიმართეს და კიდევ ერთხელ გამოთქვეს საკუთარი პოზიცია, რომ არჩევნები გაყალბებულია და მის შედეგებს არ ცნობენ.

მათი თქმით, აქციის მიზანია, საერთაშორისო მისიებმა გაიგონ, რომ საქართველოს მოქალაქეები ტოტალურ გაყალბებას და არჩევანის უფლების წართმევას არ შეეგუებიან.

 

 

დღის ამბები