17 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
შვედეთი იზიარებს ეუთოსა და ევროკავშირის მოსაზრებას, საქართველოში არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით - შვედეთის საგარეო უწყება

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება. ენ ლინდე აცხადებს, რომ შვედეთი იზიარებს ეუთოსა და ევროკავშირის მოსაზრებას, საქართველოში არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით.

შვედეთის საგარეო უწყება იმედს გამოთქვამს, რომ გამოვლენილი დარღვევები მკაცრად და სამართლიანად განიხილება. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ აღნიშნული განცხადება "ტვიტერის" მეშვეობით გაავრცელა. 

დღის ამბები