17 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
თუ პარტია უარს ამბობს მანდატებზე, უარი უნდა ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზეც, ამაზე პარლამენტი ალბათ იმსჯელებს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პარტიას, რომელიც მიღებულ მანდატებზე უარს ამბობს, სახელმწიფო დაფინანსებაც არ უნდა მიეცეს. განცხადება ირაკლი კობახიძემ იმ პარტიების დაფინანსებაზე საუბრისას გააკეთა, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ:

"ლოგიკურია მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ პარტია უარს აცხადებს იმ პრივილეგიით სარგებლობაზე, რომელიც მას მისმა ამომრჩეველმა მიანიჭა, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მან არ უნდა მიიღოს არც ის სხვა პრივილეგიები, რომელიც უკავშირდება არჩევნებს და მიღებულ მანდატებს, ეს არის მათ შორის სახელმწიფო დაფინანსება. ამასთან დაკავშირებით კარგიც იქნება კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვითაც თუ პარტია უდიერად ეპყრობა საკუთარი ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე, მას უარი უნდა ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზეც. ეს იქნება ლოგიკური, ამაზე პარლამენტი ალბათ იმსჯელებს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები