17 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
"თუ რამე ყალბდებოდა, ხელს რატომ აწერდნენ?!" - "ქართული ოცნების" კითხვა ოპოზიციას

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საარჩევნო ოქმებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა. 

მისი განცხადებით, სპეცუბნებზე დაფიქსირებული შეცდომები არაკვალიფიციური კომისიის წევრების ბრალი იყო

"ეს შეცდომები განპირობებული იმით, რომ ინფიცირებულ და იზოლირებულ პირებთან მუშაობას თავისი სპეციფიკური ცოდნა ესაჭიროება და ამიტომ სპეცუბნებში კომისიის ძველი წევრები ახალი, პრაქტიკულად დაუტრენინგებელი წევრებით იყვნენ ჩანაცვლებული და ტექნიკური შეცდომები იყო ძალიან ბევრი. არის უბნები, სადაც ფიქსირდება ხელმოწერაზე მეტი ბიულეტენები, ამ შემთხვევაში, თუ ეს არის დიდი რაოდენობა, პრობლემაა და დეტალურად არის შესასწავლი.

რაც შეეხება უბნებს, სადაც შეიძლება იყოს ბიულეტენების დანაკლისი, ეს საარჩევნო პრაქტიკაში პრობლემას არ წარმოადგენს. ოქმების პრაქტიკულად უმრავლესობაზე ფიქსირდება, მათ შორის, ნაცმოძრაობის წარმომადგენლების ხელმოწერები. მათ დაადასტურეს ოქმის სისწორე, რომელზეც დღეს მიდის არაერთი სპეკულაცია,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ

ქართული ოცნები" წევრი ბექა დავითულიანი ინტერესდება, რატომ მოაწერეს ოქმებს ხელი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლობა, თუ კი იქ რაიმე ყალბდებოდა. 

"თუ რამე ყალბდებოდა, ხელს რატომ აწერდნენ?! - ეს არის ტყუილი, იმ ლოგიკის და სცენარის ნაწილი, რომ არჩევნების შედეგებს ჩრდილი მიაყენონ. თუმცა, ეს არ გამოვა. არჩევნების გაყალბება არავის მხრიდან არ მომხდარა, თუ რაიმე ტექნიკური დარღვევა იყო, გადაითვლება,"-განაცხადა ბექა დავითულიანმა. 

დღის ამბები