პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებას პასუხობს.
იაგო ხვიჩიამ "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, იმისათვის, რომ პოლიტიკური დაძაბულობა განიმუხტოს, არჩევნების მეორე ტურში კენჭისყრის რეალური შედეგები უნდა დაფიქსირდეს. იაგო ხვიჩიას თქმით, არჩევნების გადარჩენის ერთადერთი გზა მეორე ტურის ლეგიტიმურად ჩატარებაშია.
თაკო ჩარკვიანი კი ამბობს, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ "ქართული ოცნება" აღიარებს, რომ არჩევნები გააყალბა.
"65 000-მდე საჩივარია. 65 000-მდე ხმის გაყალბება, უკაცრავად მაგრამ ახლა, ამას აღიარებენ?! ამის თქმა უნდოდა იაგოს?! თუ ამას აღიარებს "ქართული ოცნება", რომ ეს გააკეთა და იმ შეთხვევაში მოხდება თვლა, ეს სულ სხვა თემაა. სხვა შემთხვევაში ვერ ვიგებ," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.