17 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსმა" წინასაარჩევნოდ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც არჩევნებში 22-23%-ს ელოდნენ

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრი გოჩა თევდორაძე ირწმუნება, რომ მის პარტიას არჩევნებში 22-23% უნდა აეღო.

მისი განცხადებით, მათ სატელეფონო გამოკითხვისას გამოკითხეს 1 მილიონ 200 ათასი მოქალაქე, მათგან 900 000 კი "პატრიოტთა ალიანსს" უჭერდა მხარს. 

"ჩვენ წინასაარჩევნოდ შემოგვთავაზეს ეგზიტპოლები, სხვადასხვა კვლევები, სადაც ნათლად ვხედავდით, რომ 1000-დან 1500 ადამიანი იყო გამოკითხული. "საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" ჩაატარა უფრო მასშტაბური კვლევა - 1 მილიონ 200 ათასი ადამიანი გამოვკითხეთ და, უფრო მეტიც, - ეს ორგანიზაციები ვერსად ვერანაირ დოკუმენტს ვერ დებენ, ჩვენ 900 ათასი აუდიოჩანაწერი დავდეთ, სადაც არჩევნებთან დაკავშირებით თავის განწყობას გამოხატავდა საქართველოს მოსახლეობა.

ეს მასალა გადავეცით, ფაქტობრივად, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ყველა საელჩოს და დაინტერესებულ პირს. ეს იყო დოკუმენტური მასალა, სადაც ნათლად ჩანდა, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი იყო პირველ ადგილზე, ჩვენი რეიტინგი, დაახლოებით, 22-23%-ის ფარგლებში იყო,"-განაცხადა 

დღის ამბები