17 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
აბა, გაბედოს რომელიმე ოპოზიციურმა ჯგუფმა, ამომრჩევლის ინტერესი დააყენოს უფრო მაღლა, ვიდრე "ნაცმოძრაობის" ინტერესი - ანრი ოხანაშვილი

"ქართული ოცნების" წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციური სპექტრის ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" ტყვეობაშია.

ოხანაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები უნდა გათავისუფლდნენ "ნაციონალური მოძრაობის" გავლენებისგან და ამომრჩევლების ინტერესებს მიანიჭონ უპირატესობა.

"მთელი რიგი ოპოზიციური ჯგუფები, შესაძლოა ყველა არა, რა თქმა უნდა, არიან "ნაციონალური მოძრაობის" ტყვეობაში. აბა, გაბედოს რომელიმე ოპოზიციურმა ჯგუფმა, ვინც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად სხედან მოლაპარაკებათა მაგიდასთან, ამომრჩევლის ინტერესი დააყენოს უფრო მაღლა, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესი, ამას ვერ აკეთებენ, თუმცა ეს ტესტი უნდა ჩააბარონ, პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩევლის და ქვეყნის დემოკრატიის წინაშე," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.

დღის ამბები