"ქართული ოცნების" წევრმა ანრი ოხანაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიასთან დაკავშირებულ ინციდენტზე ისაუბრა და მას კრიმინალი უწოდა.
მან მადლობა გადაუხადა ყველა პოლიციელს, რომელმაც, მისი თქმით, "ამ კრიმინალისგან შეურაცხყოფა აიტანა."
"მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რაც დღეს მოხდა და რასაც ალბათ კიდევ ბევრჯერ იკადრებს კრიმინალი ნიკანორ მელია და მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელმაც გლდანში ამ კრიმინალის შეურაცხყოფა აიტანა. ეს რომ ყოფილიყო მათი დრო, ეს მოქალაქე, მელია უკვე იჯდებოდა ციხეში. ამიტომ, ამ კრიმინალმა პატივი სცეს პოლიციელის მუნდირს, დაიცვას კანონი, რაც სურს ის მხოლოდ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში განახორციელოს. იმას ხელს არავინ შეუშლის, ჩვენ დავიცავთ მის უფლებებს, მაგრამ როგორც კი გადავა ზღვარს, რა თქმა უნდა, იქნება ადეკვატური რეაგირება," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.