საბურთალოს საოლქო კომისიასთან, სადაც ხმაური და დაძაბულობაა, ალეკო ელისაშვილი შენობაში შესვლას მოითხოვს.
ელისაშვილი ამბობს, რომ მან საკუთარი ამომრჩევლის ხმა უნდა დაიცვას.
"ხანდაზმული ხალხი ადგა ამ კორონას დროს, მოვიდა და ალალად ხმა მომცა და რა ნამუსით შევხედო იმ ხალხს თვალებში, რომ მათი ხმა ვერ დავიცავი, იმიტომ რომ ეს ჩასუქებული ტიპები აგერ დგანან და არ მიშვებენ. ეს არის უკანონობა, იმიტომ, რომ წესით უნდა შემიშვას ამ საოლქომ, რათა თითო ხმა დავიცვა. კანდიდატი ვარ და ვერ გცნობთო, სახეზე ვერ მიცნეს თურმე. 50 პოლიციელთან თუ შევრცხვი და თავი მომეჭრა, საერთოდ რა მინდა პოლიტიკაში, იმ ხალხს თვალში როგორ შევხედო?!" - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.