17 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
ოპოზიციის ინფორმაციით, საოლქო კომისიასთან დაპირისპირებისას "ერთიანი საქართველოს" 3 წევრი დააკავეს

საბურთალოს საოლქო კომისიასთან დაპირისპირება შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. პარტია "ერთიანი საქართველოს" ინფორმაციით, პოლიციამ მათი პარტიის სამი წევრი ჯერ სცემეს, შემდეგ კი დააკავეს. 

"დაკავებულია ერთიანი საქართველოს პოლიტსაბჭოს 3 წევრი: ბექა პეტრიაშვილი, მსოფლიოს მიერ აღიარებული პოლიტპატიმარი, ნიკა პეტრიაშვილი, მისი ძმა, პოლიტდევნილი, რომლებიც 2012 წელს მთელმა ცივილეზებულმა სამყარომ აღიარა პოლიტდევნილებად," - განაცხადა"ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა. 

მისივე თქმით, დაკავებულია, ასევე, ერთიანი საქართველოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ოთარ თავართქილაძე.

დღის ამბები