ოპოზიციონერებთან შეხვედრის შემდეგ ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელმა მეორე მხარის პოზიციაც მოისმინა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შეხვდა. მედიისთვის კვლავაც დახურული შეხვედრიდან "ქართულმა ოცნებამ" 2 საკითხი გამოიტანა: ერთი, რომ მისია პირველადი შეფასების ერთგული რჩება და მეორე, რომ არჩევნების შედეგების პატივისცემა შეხვედრაზე საერთო პოზიციად ჩამოყალიბდა.
თავად ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია თბილისში რამდენიმე კვირა კვლავ გაჩერდება, ქვეყნის დატოვების შემდეგ კი მათ გეგმებში არჩევნების მეორე ტურზე დაკვირვება აღარ შედის, რადგან "კოვიდ 19-ის" გამო შეზღუდული რესურსები მისიამ ახლა სხვა სახელმწიფოებში უნდა გამოიყენოს.