17 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
ყუთებში სხვა შედეგია და ოქმებში სხვა შედეგია დაფიქსირებული - ხათუნა გოგორიშვილი

ბრიფინგი "ევროპულ საქართველოში" - პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი ხათუნა გოგორიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო ყუთებში და საარჩევნო ოქმებში სხვადასხვა შედეგია დაფიქსირებული და სწორედ ამიტომ, მისივე თქმით, სრულიად უსუსური მიზეზებით არ განიხილავენ საჩივრებს. ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, რომ არჩევნების გაყალბება არავის არ შერჩება.

"საჩივრებს არ განიხილავენ ისეთი სრულიად უსუსური მიზეზით, როგორიც არის, რომ საჩივარზე არ არის მითითებული კონკრეტული მისამართი პოლიტიკური პარტიის, საჩივარი არ არის ბლანკზე, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, თურმე, დამატებითი მინდობილობა სჭირდება საჩივრის განსახილველად და მასობრივად, ყველა საჩივარს განუხილველად ტოვებენ.

ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ზუსტად იციან, რომ ყუთებში სხვა შედეგია და ოქმებში სხვა შედეგია დაფიქსირებული. 

პასუხისმგებლობა არჩევნების გაყალბებაზე, რა თქმა უნდა, ეკისრება საარჩევნო ადმინისტრაციას," - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

დღის ამბები