17 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
კანონის მიხედვით, მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ პარტიის წარმომადგენელს და ის არ შეიძლება იყოს კანდიდატი - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ პარტიის წარმომადგენელს აქვს.

მან ხაზი გაუსვა, რომ კანონის მიხედვით, არ შეიძლება პარტიის წარმომადგენელი, იმავდროულად, არჩევნებში მონაწილე კანდიდატი იყოს. 

"მონაწილეობის უფლება, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აქვს მხოლოდ პარტიის წარმომადგენელს. უფრო მეტიც, პარტიის წარმომადგენელი არ შეიძლება იყოს კანდიდატი. კანონმდებლობა მკვეთრად განსაზღვრავს, რომ კანდიდატი არ შეიძლება იყოს წარმომადგენელი, ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები. ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ აქვთ შესვლის და მონაწილეობის უფლება, ცალსახად იტყუებიან,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ

დღის ამბები