საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბესარიონ ვაჩაშვილის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვს აკრედიტირებულ პირებს და ტელეკომპანიებს.
ბესარიონ ვაჩაშვილის თქმით, სხდომას ესწრებოდა ყველა ის პირი, ვისაც ამის უფლება ჰქონდა და არნაირი შეზღუდვა ამ მხრივ არ ყოფილა.
"ოპოზიციური პარტიებიდან იყვნენ ქალბატონი ქეთევან შარუხია, ლიკა რამინაშვილი, ანა ჩომახიძე.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე მხოლოდ და მხოლოდ ესწრება აკრედიტირებული ტელეკომპანიები. ადამიანი, რომელსაც არა აქვს აკრედიტაცია, ის, რა თქმა უნდა, ვერ დაესწრება საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომას.
შესვლის უფლებით ვინც სარგებლობს, ყველა ნამდვილად იყო შემოსული სხდომაზე, ასე რომ შეზღუდვა არ ყოფილა ნამდვილად არავისთან," - აცხადებს ბესარიონ ვაჩაშვილი.
საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან ცოტა ხნის წინ ხმაური იყო, სადაც მისული იყო პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი და ასევე თაკო ჩარკვიანი. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და პოლიციის მიერ იქნა დაკავებული რამდენიმე ადამიანი.